TEFL-ის შესახებ

რა არის TEFL?

TEFL არის ინგლისური ენის მასწავლებლის სერტიფიკატი და იშიფრება როგორც Teaching English as a Foreign Language (ინგლისურის როგორც უცხო ენის სწავლება).

ყურადღება: TEFL არ აგერიოთ TOEFL-ში! რა განსხვავებაა მათ შორის?

TEFL - მასწავლებლის სერტიფიკატია და იგი ადასტურებს, რომ პედაგოგმა გაიარა სპეციალური მომზადების კურსი, იცის სწავლების მეთოდები და უნარები და შეუძლია ასწავლოს ინგლისური, როგორც უცხო ენა ნებისმიერ მსურველს.

TOEFL არის მოსწავლის სერტიფიკატი და (ძირითადად იღებენ აბიტურიენტები საზღვარგარეთ უნივერსიტეტებში ჩაბარების მიზნით, თუ მშობლიური ენა არ არის ინგლისური) რათა აჩვნონ უნივერსიტეტს საკუთარი ინგლისური ენის ცოდნის დონე.

class

TEFL-თან დაკავშირებული სხვა ტერმინები

მსოფლიოში არსებობს TEFL-ის რამოდენიმე აბრევიატურა, რომელებიც აღნიშნავენ ერთი და იგივე სწავლების სიტუაციას. ამან შეიძლება ცოტა დაბნეულობა გამოიწვიოს. უფრო გასაგები რომ იყოს, მოკლედ მიმოვიხილოთ ზოგადი ტერმინები..



tefl

TEFL (Teaching English as a Foreign Language) - ეს ტერმინი აღნიშნავს ინგლისური ენის სწავლებას ადამიანებისთვის ისეთ ქვეყნებში, სადაც ინგლისური ენა არ არის მათთვის მშობლიური ენა - ანუ იგი მათთვის უცხო ენაა. მაგალითად, როცა თქვენ ასწავლით ინგლისურ ენას ბრაზილიაში ბრაზილიელ სტუდენტებს.

TESL (Teaching English as a Second Language) ეს ტერმინი გულისხმობს ინგლისურის სწავლებას ისეთ ქვეყნებში, სადაც ინგლისური მშობლიური ენაა. ასეთი შემთხვევაა, როცა მაგალითად, თქვენ ხართ მასწავლებელი ინგლისური ენის ცენტრში ამერიკაში და ასწავლით სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუდენტთა ჯგუფს. თუმცა ეს ტერმინი პრაქტიკაში ხშირად არც კი გამოიყენება, უფრო მეტად ხმარობენ ტერმინს ESL, ან „ESL სტუდენტები“, რაც აღნიშნავს სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ინგლისურს, როგორც მეორე ენას.

TESOL (Teaching English to Speakers of Other Languages) - ეს ტერმინი აღნიშნავს ინგლისური ენის ორი ტიპის სწავლებას - იმ ქვეყანაში, სადაც ინგლისური ენა მშობლიურ ენას არ წარმოადგენს (EFL) და ასევე იმ შემთხვევას, როცა ქვეყანაში მშობლიური ენა ინგლისურია (ESL). ეს ტერმინი ხშირად გამოიყენება TEFL- თან ერთად.

ELT (English Language Teacher) - ეს ტერმინი ასევე ფართოდ იხმარება. როგორც TESOL, იგი ასევე აღნიშნავს პიროვნებას, რომელიც ასწავლის ინგლისურ ენას სხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს, მნიშვნელობა არა ქვს საკუთარ ქვეყანაში, საზღვარგარეთ თუ ონლაინ რეჟიმში.

საჭიროა თუ არა TEFL/TESOL სერტიფიცირება?

TEFL/TESOL სერტიფიცირება არის ძირითადი კვალიფიკაცია, რომელსაც უნდა ფლობდეს ინგლისური ენის პედაგოგი, ამ უცხო ენის სწავლებისათვის. TEFL/TESOL სერტიფიცირების გავლის შემდეგ თქვენთვის გაიღება ყველა კარი, რათა დასაქმდეთ ინგლისური ენის მასწავლებლად მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ან/და იმუშაოთ ონლაინ მეთოდით. თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა იმოგზაუროთ, გაეცნოთ სხვა ქვეყნების კულტურას, დაწინაურდეთ კარიერულად და აგრთვე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია - მიიღოთ ბევრად უფრო მაღალი ხელფასი.

საერთაშორისო დონეზე აღიარებული TEFL სერტიფიკატი გახდება თქვენი რეზიუმეს შემადგენელი ნაწილი. ეს კურსი მოგცემთ სათანადო ცოდნას, რომელიც საჭიროა თქვენი, როგორც სრულფასოვანი ინგლისური ენის პედაგოგის კარიერის დასაწყებად. მაშინ ჩვენ გვაქვს უკვე კითხვაზე პასუხი: დიახ, რატომაც არა!

teacherjob

banner

ინგლისური ხდება „გლობალური ენა“ და TEFL-ის კურსდამთავრებულ მასწავლებლებზე დიდი მოთხოვნილებაა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში - როგორც დაწყებით, ისე საშუალო სკოლებში, კოლეჯებში, უნივერსიტეტებში და კერძო ენების სკოლებში. დასაქმების ბაზარზე კონკურნციის ზრდასთან ერთად, დამსაქმებელთა უმეტესობა ირჩევს TEFL/TESOL კვალიფიციურ მასწავლებლებს (გამონაკლისი შეიძლება იყოს ის შემთხვევა, როცა თქვენ ფლობთ უნივერსიტეტის დიპლომს უშუალოდ განათლების განხრით, თუმცა ბევრი ასეთი პედაგოგი მაინც გადის TEFL/TESOL სერტიფიცირებას).

დამსაქმებლებმა იციან: TEFL / TESOL სერთიფიკატი ადასტურებს, რომ თქვენ გაიარეთ ტრენინგი და მიღებული გაქვთ ინგლისური ენის სწავლებისათვის საჭირო სპეციფიკური ცოდნა. იგი ასევე აჩვენებს თქვენს პროფესიულ უნარებს და საიმედოობას. TEFL / TESOL სერთიფიკატი დაგეხმარებათ სამუშაოს ძიების პროცესში გახდეთ გამორჩეული, კარგად მომზადებული, მაღალ კონკურენტული კანდიდატი.

TEFL / TESOL სერთიფიკატი უფრო მეტია, ვიდრე უბრალო ქაღალდი! თქვენ გაივლით ტრენინგს ისეთ საკითხებში, როგორიცაა გაკვეთილის დაგეგმვა, კლასის მართვა და გრამატიკის სწავლება, ეს კი საშუალებას მოგცემთ თავდაჯერებულად შეხვიდეთ კლასში, სადაც ცნობისმოყვარე სახეები გელიან და არ გამოხვიდეთ იქიდან თვალცრემლიანი!

teacher
teaching

თქვენ ასევე შეგიძლიათ აიღოთ სპეციალიზირებული TEFL / TESOL სერტიფიკატი, როგორიცაა მაგალითად, ბიზნეს ინგლისურის სწავლება ან ინგლისურის სწავლება ბავშვებისთვის ან მოზარდებისათვის, რაც საშუალებას მოგცემთ განაცხადი გააკეთოთ ბევრად უფრო მეტ სამუშაო ადგილზე.



banner

გახდით ეფექტიანი ინგლისურის მასწავლებელი - სხვა ადამიანებისათვის ინგლისური ენის ეფექტური სწავლება ბევრად უფრო მეტ უნარებს მოითხოვს, ვიდრე უბრალოდ ინგლისურ ენაზე გამართულად საუბარი. TEFL სერტიფიცირების კურსი თქვენ შეგასწავლით საწყის ცოდნას, როგორიცაა მიზნის დასახვა და გაკვეთილის დაგეგმვა, ინგლისური ენის გრამატიკის ნიუანსები, აგრეთვე სტუდენტთა ქცევების მართვა. ყველა ეს ცოდნა კი გამოგადგებათ, რათა წარმატებით ასწავლოთ სტუდენტებს.

იმოგზაურეთ სხვადასხვა ქვეყნებში და გამოიმუშავეთ ფული - თქვენი პასპორტი იქნება მსოფლიოში აღიარებული TEFL/TESOL სერტიფიკატი, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას ლეგალურად იცხოვროთ და იმუშაოვოთ სხვა ქვეყანებში. როგორც TEFL/TESOL მასწავლებელი, შეგიძლიათ უფრო ღრმად გაეცნოთ მასპინძელი ქვეყნის კულტურას, იცხოვროთ და გახდეთ იმ ქვეყნის საზოგადოების წევრი. TEFL/TESOL სერტიფიცირებულ მასწავლებელს ასევე შეუძლია ასწავლოს ინგლისური ენა ონლაინ რეჟიმში.

გაამდიდრეთ თქვენი რეზიუმე - ერთის მხრივ TEFL/TESOL სერტიფიკატი დაგეხმარებათ ადვილად იშოვოთ ინგლისური ენის მასწავლებლის სამუშაო ადგილი, მეორეს მხრივ, ის წარმოადგენს თქვენი, როგორც პედაგოგის პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, რაც აისახება თქვენს CV-ში. ასევე თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ TEFL/TESOL ტრენინგის რომელიმე სპეციალიზაცია, მაგალითად - ბავშვებისთვის/მოზარდებისთვის ინგლისური ენის სწავლება, ონლაინ სწავლება, ან ბიზნეს ინგლისურის სწავლება.

კარიერული წინსვლა - დამსაქმებლები სხვადასხვა სფეროში აფასებენ ისეთ კანდიდატებს, რომლებიც არიან მოქნილნი, ავლენენ ინიციატივის უნარს და შეუძლიათ ახალ სიტუაციებთან ადაპტირება - ამ უნარების განვითარება შეგიძლიათ TEFL / TESOL სერტიფიკატის აღებისა და შემდეგ ინგლისური ენის სწავლების დროს, როგორც საზღვარგარეთ, ისე საკუთარ სამშობლოში.

შეცვალეთ თქვენი ცხოვრება - არა აქვს არანაირი მნიშვნელობა, ხართ თუ არა ახალად კურსდამთავრებული, პროფესიონალი თუ უბრალოდ ხართ ადამიანი, რომელსაც სურს მიიღოს გამოცდილება და შეიცნოს უცხო ქვეყნების კულტურა, TEFL / TESOL გაძლევთ ყოველივე ამის შესაძლებლობას. შეხედეთ სამყაროს ახლებურად - ეს მოგცემთ უფრო ფართო და გლობალურ პერსპექტივას თქვენს ცხოვრებაში.

შეცვალეთ მსოფლიო - და ბოლოს, TEFL / TESOL -ის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ მისცეთ ინგლისური ენის ცოდნა მთელს მსოფლიოში ადამიანებს, რომლებიც თავის მხრივ შეძლებენ იშოვონ უკეთესი სამსახური ან მიაღწიონ აკადემიურ თუ პირად მიზნებს. ინგლისურის ცოდნა ასევე საშუალებას მისცემს მათ უფრო ეფექტურად ჩაერთონ გლობალურ საზოგადოებაში და გამოხატონ საკუთარი აზრი საერთაშორისო ფორუმებზე, ეს იქნება თქვენი წვლილი - მულტიკულტურული კომუნიკაციის და კულტურული ტოლერანტობის განვითარების საქმეში.

ვის შეუძლია გახდეს TEFL/TESOL სერტიფიცირებული მასწავლებელი?

ნებისმიერ ადამიანს, ვინც საუბრობს ინგლისურად და სურვილი აქვს, რომ სხვებს დაეხმაროს ამ ენის შესწავლაში შეუძლია გახდეს TEFL/TESOL მასწავლებელი. ქვემოთ ჩამოთვლილია TEFL/TESOL მასწავლებლის რამოდენიმე შესაძლო ვარიანტი.

edu
სკოლების და კოლეჯების კურსდამთავრებულები

უნივერსიტეტში შესვლამდე ერთი ან ორი წელი საზღვარგარეთ ყოფნა და აუცილებელი გამოცდილების შეძენა - ეს პრაქტიკა საკმაოდ პოპულარულია ევროპაში, თანდათან პოპულარული ხდება სხვა ქვეყნებშიც.

edu
უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები

სანამ სამშობლოში კარიერას დაიწყებდეთ, საზღვარგარეთ მუშაობა ისეთ მოგონებებს დაგიტოვებთ, რომლიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვებათ. იგი გაამდიდრებს თქვენს რეზიუმეს საერთაშორისო გამოცდილებით და შესაძლოა კარიერის მიმართულებაც კი შეიცვალოთ.

edu
ცვლილება კარიერის შუა პერიოდში

ერთ ადგილზე დილიდან საღამომდე მუშაობით დაიღალეთ? ცვლილება და საზღვარგარეთ ინგლისური ენის სწავლება - ეს არის ზუსტად ის, რაც თქვენ გჭირდებათ. ნებისმიერი დამსაქმებელი სიხარულით მიგიიღებთ სამუშაოზე თუკი დაგროვილი გაქვთ სხვებზე უფრო მეტი გამოცდილება.

edu
პოსტ-კარიერული მოღვაწეობა

საზღვარგარეთ ცხოვრება, იქაური საზოგადოებაში ჩართვა და ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობა, შეიძლება გახდეს სრულიად ახალი ფურცელი ისეთი ადამიანების ცხოვრებაში, ვინც დაასრულა პირველი კარიერა და პენსიაზე გასვლამდე მზად არის რაღაც სიახლისთვის.

edu
მასწავლებლები, რომელთა მშობლიური ენაც არ არის ინგლისური

იმის გამო, რომ მრავალი მათგანი თვითნასწავლია, ასეთ მასწავლებლებს უფრო ღრმად აქვთ გააზრებული უცხო ენის სწავლის ხასიათი და იყენებენ ამ უპირატესობას, როგორც თავიანთ ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ.

edu
ონლაინ სწავლების პედაგოგები

ინგლისურის სწავლება ონლაინ რეჟიმში უზრუნველყოფს მოქნილობას და ადგილმდებარეობის მხრივ დამუკიდებლობას. შეგიძლიათ ასწავლოთ ნებისმიერ ადგილიდან, სადაც იქნება სტაბილური ინტერნეტ კავშირი, სამუშაო გრაფიკი კი თქვენი სურვილის მიხედვით შეგიძლიათ შეადგინოთ.

როგორ გავიარო ონლაინ რეჟიმში TEFL კურსი?

TEFL/TESOL სერთიფიკატის აღება ონლაინ რეჟიმში მოსახერხებელი და ხელმისაწვდომია. ამასთან, მეტი წილი პროგრამების დაწყება შესაძლებელია იმავე დღესვე, რეგისტრაციის გავლის შემდეგ.



banner

აირჩიეთ TEFL კურსი საჭირო რაოდენობის საათებით

TEFL ონლაინ კურსები ერთმანეთისგან განსხვავდება ტრენინგის საათების მიხედვით. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ 40, 60, 100, 120 ან თუნდაც 150 საათიანი კურსი. TEFL / TESOL ონლაინ სერტიფიკაციისთვის არჩეული საათების რაოდენობა დამოკიდებულია თქვენი ცოდნის დონეზე, გამოცდილებასა და სამიზნე ქვეყანაზე. გაითვალისწინეთ, რომ ინგლისურის ენის სკოლების უმეტესობა მთელს მსოფლიოში ითხოვს, რომ მასწავლებლებს გავლილი ჰქონდეთ TEFL / TESOL სერთიფიცირების მინიმუმ 120 საათიანი კურსი.



რომელ კურსს ირჩევთ გრაფიკის გარეშე თუ გრაფიკით?

TEFL / TESOL ონლაინ კურსის არჩევისას ასევე მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ თქვენთვის სასურველი კურსის ტიპი. თუ თქვენ დამოუკიდებლად შეგიძლიათ სწავლა, მაშინ TEFL-ის თვით-შესწავლითი და გრაფიკის გარეშე ონლაინ კურსი იქნება თქვენთვის მოსახერხებელი ვარიანტი. თუ, TEFL / TESOL-ის ტრენინგის მსვლელობისას გსურთ უფრო მეტი რეჟიმი და ტემპი, მაშინ გირჩევნიათ დარეგისტრირდეთ იმ ჯგუფში, რომელსაც უძღვება ინსტრუქტორი და მეცადინეობა ყოველკვირეული გრაფიკით ტარდება.



რა მოთხოვნების დაკმაყოფილებაა აუცილებელი TEFL/TESOL კურსის გასავლელად

უმეტეს შემთხვევაში ონლაინ TEFL/TESOL კურსებს არა აქვთ არანაირი წინასწარი მოთხოვნები; კურსის გავლა შეუძლია ყველას, ვინც ფლობს სასაუბრო ინგლისურ ენას საშუალო ან მაღალ დონეზე და აქვს ამ ენის სხვა ადამიენებისთვის სწავლების სურვილი. ძირითადი მოთხოვნებია:

  • მინიმალური ასაკი 18 წელი;
  • უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების დიპლომი;
  • ინგლისურის ენის ცოდნის დონე საშუალო ან მაღალი (მინიმუმ B1 რაც შეესაბამება IELTS 5.0).



რა დრო სჭირდება TEFL სერთიფიკატის აღებას?

TEFL სასერთიფიკატო კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია რამოდენიმე ფაქტორზე, როგორებიცაა, მაგალითად - არის თუ არა კურსი თვითშესწავლითი, რამდენ საათიანი კურსი გაქვთ არჩეული და კვირაში რამდენ საათს უთმობთ მას.

თვით-შესწავლითი ონლაინ კურსების შემთხვევაში (კურსების უმეტესობა სწორედ ასეთია) თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ საიტზე სისტემაში და იმუშაოთ კურსზე დამუკიდებლად, თქვენთვის მოსახერხებელ დროს.

რაც უფრო მეტ საათიან კურსს აირჩევთ, მით უფრო მეტი დრო დასჭირდება თქვენი კურსის დასრულებას. მაგალითად, საწყისი სერთიფიკატის კურსი, რომელიც მოიცავს მხოლოდ 40 საათს შეიძლება დასრულდეს ერთ ან ორ კვირაში, ხოლო უფრო სრულყოფილ, 120-საათიან კურსს სჭირდება სულ მცირე, ოთხი კვირა. თვით-სწავლების კურსებზე, როგორც წესი სტუდენტებს აქვთ მასალებთან წვდომა 3 თვის განმავლობაში, თუმცა მრავალი სტუდენტი ასრულებს ამ ვადაზე ადრე. მეორეს მხრივ, ზოგიერთ TEFL/TESOL კურსს აქვს დაწყების და დასრულების ფიქსირებული თარიღები. ასეთ კურსებზე მეცადინეობა მიმდინარეობს ყოველ კვირა, ინსტრუქტორის ხელმძღვანელობით.

რა თანხა ჯდება TEFL სერთიფიკატის აღება?

TEFL სერტიფიცირებისთვის სწავლება ონლაინ რეჟიმში დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, როგორიცაა: არჩეული საათების რაოდენობა, კურსის ხარისხი, რეპეტიტორის ჩართულობის დონე და კურსი გათვლილია თვით-სწავლებაზე თუ მიმდინარეობს ინსტრუქტორის ხელმძღვანელობით.

ზოგადად რომ ვთქვათ, თვით-შესწავლითი TEFL/TESOL საწყისი კურსი ონლაინ რეჟიმში დაახლოებით $100-200 ღირს, იგივე სერტიფიცირება, ოღონდ 100 და მეტ საათიან კურსზე ღირს - $300-500. საათების ეს რაოდენობა სავსებით საკმარისია უმეტესი დამსაქმებელი სკოლებისათვის. ინსტრუქტორის მიერ ჩატარებული კურსი შედარებით უფრო ძვირია - $1,000-დან $1,500-მდე.



არის თუ არა აღიარებული TEFL ონლაინ კურსები?

დიახ! აკრედიტირებული TEFL / TESOL სერტიფიკატი აღიარებულია მსოფლიოს სკოლებისა და ენების ცენტრების მიერ ისეთ რეგიონებში, როგორიცაა აზია, ლათინური ამერიკა და ევროპა. TEFL– ის სერტიფიცირებისა და ინგლისურის სწავლების დაგეგმვისას მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ მასწავლებლების სამუშაოზე მიღებისას დამსაქმებლებმა შეიძლება მოითხოვონ TEFL/TESOL საათების გარკვეული რაოდენობა (როგორც წესი 100 ან მეტი საათი) და სხვა დამატებითი კვალიფიკაცია, მაგალითად, უნივერსიტეტის დიპლომი ან სწავლების გამოცდილება.



რამდენად მნიშვნელოვანია TEFL / TESOL აკრედიტაცია?

მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ კურსი, რომელსაც ავირჩევთ იყოს აკრედიტირებული. აკრედიტაცია არის იმის გარანტია, რომ პროგრამა აკმაყოფილებს აკადემიურ და პროფესიონალურ სტანდარტებს. ასევე აკრედიტაცია მიუთითებს სკოლებს, რომ თქვენი სერტიფიკატი არის მაღალი კლასის, შემოწმებული და საერთაშორისოდ აღიარებული.



მიიღეთ თქვენი სერთიფიკატი აკრედიტებული TEFL / TESOL პროვაიდერის საშუალებით

ალბათ გაგიკვირდებათ იმის გაგება, რომ TEFL / TESOL სერტიფიკაციის ყველა მომწოდებელი არ არის აკრედიტირებული! მაგრამ ეს აუცილებელად უნდა გაარკვიოთ, რადგან აკრედიტაცია არის იმის გარანტია, რომ შემოთავაზებული პროგრამები შესაბამება გარკვეულ აკადემიურ და პროფესიონალურ სტანდარტებს.

აკრედიტაცია ასევე ეუბნება სკოლას, რომლიც თქვენ აგიყვანთ მასწავლებლად, რომ თქვენ უბრალოდ კი არ გაიარეთ TEFL სერტიფიცირების კურსი, არამედ თქვენ გაიარეთ ნამდვილად მაღალი ხარისხის ტრენინგი და მიიღეთ სერტიფიკატი, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო დონეზე.



როგორ ავირჩიო საუკეთესო TEFL / TESOL კურსი?

ონლაინ TEFL კურსის არჩევისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი, როგორიცაა კურსის ფორმატი (თვით-სწავლება ან ინსტრუქტორის ხელმძღვანელობით სწავლება), საათების საერთო რაოდენობა, კურსის შინაარსი და მასწავლებლის ინტერაქტივობის დონე.

ფორმატი - ინგლისური ენის პედაგოგების დიდი უმრავლესობის სერტიფიცირება ხდება TEFL / TESOL ონლაინ კურსების მეშვეობით, რადგან ონლაინ კურსებს აქვს ისეთი უპირატესობები, როგორიცაა კომფორტულობა და ხელმისაწვდომობა. ონლაინ კურსების უმეტესობა გათვლილია თვითსწავლებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი სურვილის მიხედვით შეგიძლიათ შეხვიდეთ სისტემაში და იმეცადინოთ საკუთარი გრაფიკით. მაგრამ ზოგიერთ TEFL / TESOL-ის ონლაინ კურსებს აქვთ უფრო სტრუქტურირებული ფორმატი, მათ აქვთ დაწყების და დასრულების ფიქსირებული თარიღები და დაჩქარებული სასწავლო გეგმა, შესაბამისად განსაზღვრულია დავალებების შესრულების ყოველკვირეული ვადებიც.

საათების რაოდენობა - TEFL / TESOL სასერთიფიკატო კურსები განსხვავდება სერტიფიკაციის კურსის საათების მიხედვით. მაგალითად, შეიძლება ნახოთ 40, 60, 100, 120 ან 150 საათიანი კურსები. ზოგადად ინგლისურენოვანი ენების სკოლებისთვის მთელ მსოფლიოში სტანდარტად ითვლება მინიმუმ 100 საათის დამადასტურებელი სერთიფიკატი, თუმცა ზოგიერთმა დამსაქმებელმა შეიძლება მოითხოვოს მეტი ან ნაკლები საათების რაოდენობა (მაგალითად, 120 საათი).

კურსის შინაარსი / სასწავლო გეგმა - TEFL / TESOL კურსი იძლევა ფუნდამენტალურ ცოდნას, რომელიც აუცილებელია ინგლისური ენის, როგორც უცხო ენის სწავლებისათვის. მაგალითად, სწავლების მეთოდოლოგია და სტრატეგია, გაკვეთილების დაგეგმვა, გრამატიკის ცოდნა და კლასის მართვა. ონლაინ პროგრამის საშუალებით ხდება ათვისებული მასალის შემოწმება პრაქტიკული სავარჯიშოებით, ონლაინ კითხვარებითა და წერითი დავალებებით.

ინსტრუქტორის ჩართულობა - საუკეთესო ონლაინ კურსებზე სწავლება ხორციელდება პერსონალური TEFL ინსტრუქტორის დახმარებით, რომელიც კურსის მიმდინარეობისას პასუხობს სტუდენტების შეკითხვებზე და იძლევა კონკრეტულ მითითებებს წერით სავარჯიშოებზე. გამოცდილი და კვალიფიცირებული ინსტრუქტორის შეფასებები, თავის მხრივ საშუალებას აძლევს მსმენელებს უკეთ განვითარონ თავანთი პროგრესი და ჩამოყალიბდნენ როგორც ინგლისურის მასწავლებლები.



რას მოიცავს TEFL / TESOL კურსი?

კურსი არის ბუნებით ძალიან პრაქტიკული. მოდულები მოიცავს სწავლების ტექნიკასა და სტრატეგიებს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კომუნიკაციურ მიდგომებს ენის სწავლების პროცესში. თქვენ შეისწავლით: როგორ დაგეგმოთ გაკვეთილები და აიყვანოთ კლასი, როგორ დაიცვათ დისციპლინა და წესები თუ როგორ ასწავლოთ მოსწავლეებს ინგლისური ენის გრამატიკა, ლექსიკა, სუბარი, მოსმენა და წერა-კითხვა.

TEFL / TESOL კურსები ჩვეულებრივ მოიცავს მსგავს ფუნდამენტურ კონცეფციებს, როგორებიცაა:

  • კლასის მართვა
  • შეცდომების კორექცია
  • ინფორმაციის მოძიება
  • გაკვეთილის დაგეგმვა
  • რეცეპტიული და პროდუქტიული აქტივობების სწავლება
  • ფონოლოგია
  • ლექსიკა
  • გრამატიკის ანალიზი და სწავლება
  • საუბარის სრულყოფა და განვითარება
  • ტესტირება და პროფესიული განვითარება



TEFL / TESOL ონლაინ კურსები მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

კითხვა და ვიდეოების ყურება - TEFL / TESOL ონლაინ კურსები, როგორც წესი, წარმოგიდგენთ მასალას ტექსტის ან ვიდეოს სახით. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ტექსტის და ვიდეოების კომბინაცია, სადაც შეგიძლიათ ნახოთ როგორ ასწავლიან TEFL-ის რეალური ინსტრუქტორები კლასში, ასევე შეიძლება იყოს ინტერაქტიული ტესტები თქვენი პროგრესის შესამოწმებლად და კითხვარები (როგორც პრაქტიკისთვის, ასევე შეფასებისთვის).

წერითი დავალებები - TEFL / TESOL ონლაინ კურსები, როგორც წესი, მოითხოვს მოკლე დავალებებს შესრულებას უკვე ნასწავლი მასალის გააზრების შესამოწმებლად. ამ წერით დავალებებში მსმენელებს შეიძლება სთხოვონ გააანალიზონ საუბრის რაღაც მონაკვეთი, შექმნან გაკვეთილის გეგმის ნიმუში ან ასახონ კურსის შინაარსის ასპექტები. კურსებზე თითოეულ მოდულში მოცემულია დავალებები და საჭიროა ამ დავალებების შესრულება.

პერსონალური ინსტრუქტორი - ზოგი TEFL / TESOL ონლაინ კურსები გულისხმობს ინსტრუქტორის ჩართულობას, თუმცა ამ ინსტრუქტორთან წვდომისა და ურთიერთქმედების დონე შეიძლება განსხვავდებოდეს. ზოგიერთ ონლაინ კურსებზე, ინსტრუქტორის მიერ ხდება მოდულებში წარმოდგენილი ესეებსა და გაკვეთილის გეგმების ნამუშევრების შეფასება. TEFL / TESOL-ის ინსტრუქტორები ასევე პასუხობენ სტუდენტების კითხვებს ელექტრონული ფოსტით ან სპეციალური შეტყობინების სისტემის საშუალებით, რომელიც განთავსებულია კურსის მთავარ გვერდზე.

სასწავლო პრაქტიკა - TEFL / TESOL– ის ზოგიერთი კურსი სთავაზობს ონლაინ ტრენინგთან ერთად დამატებით TEFL- ის პრაქტიკას. ამ შემთხვევაში სტუდენტები იღებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს რეალურ კლასში, იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც მათ უკვე შეისწავლეს ონლაინ კურსის მიმდინარეობისას. მასწავლებლები ემზადებიან და ატარებენ პრაქტიკულ გაკვეთილებს, რომელიც შემდეგ ხდება დაკვირვების და კრიტიკული შეფასების ობიექტი. მრავალი დამსაქმებელი დიდ ყურადღებას აქცევს ასეთი სახის გამოცდილებას, შესაბამისად მას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, განსაკუთრებით კარიერის დასაწყისში.



რამდენია TEFL-ის მასწავლებელთა ხელფასი?

TEFL მასწავლებლების ხელფასები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან იმისდა მიხედვით, თუ სად ასწავლიან. უფრო მაღალანაზღაურებადი რეგიონები მოიცავს აზიას (იაპონია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა) და ახლო აღმოსავლეთს (საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები). ყველგან, სადაც კი ასწავლიან, როგორც წესი, მათ კომფორტულად შეუძლიათ იცხოვრონ მასწავლებლის ხელფასზე, ვინაიდან დაბალანაზღაურებად ქვეყნებშიც შესაბამისად ასევე ცხოვრების მნიშვნელოვნად დაბალი ხარჯებია.